ირინა
ირინა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: ბულგარეთი 
წელი: 2018

ირინა

96 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: ნადეჟდა კოსევა

სცენარი: ნადეჟდა კოსევა, სვეტოსლავ ოვჩაროვი, ვოიან ვულეტიჩი

ოპერატორი: კირილ პროდანოვი

მონტაჟი: ნინა ალტაპარმაკოვა

კოსტიუმების მხატვარი: ვიქტორ ანდრეევი

მუსიკა: პეტარ დუნდაკოვი

პროდიუსერი: სტეფან კიტანოვი

 

 მონაწილეობენ:

მარტინა აპოსტოლოვა, ჰრისტო უშევი, ირინი იამბონასი, კასიელ ნოა აშერი, ალექსანდერ კოსევი, კრასიმირ დოკოვი, ივან სავოვი

 

 Production:

Art Fest

World sales:

Alpha Violet

 

აღწერა:

ირინა ნახევარ განაკვეთზე მიმტანად მუშაობს, მაგრამ მას სამსახურიდან ათავისუფლებენ. იმავე უიღბლო დღეს, მისი ქმარი სერიოზულ ავარიაში მოხვდება. ის ხეიბარი ხდება და მუშაობა აღარ შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქმარზე, შვილზე და საკუთარ თავზე ზრუნვის მიზნით, ქალი ერთი შეხედვით მარტივ გადაწყვეტილებას იღებს: სუროგატი დედა ხდება. ეს არჩევანი წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდება.

 

ნადეჟდა კოსევა

დაიბადა 1974 წელს სოფიაში (ბულგარეთი). ბულგარეთის ეროვნული კინო და ტელე-აკადემიის დამთავრების შემდეგ, ნადეჟდა კოსევამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „რიტუალი“ კინოალმანახისთვის „დაკარგვა და პოვნა“, რომლის პრემიერაც 2005 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფორუმის სექციაში გაიმართა. ამის შემდეგ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ომლეტი“, რომელმაც 2009 წლის სანდენსის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით სხვა ჯილდოების გარდა.

 

Filmography:

2002 Sadbata na Veronika (Documentary short)

2008 Omelette (Short)

2011 Take Two (Short)

2018 Irina