იჯდა მტრედი ტოტზე და ცხოვრებაის არსზე ფიქრობდა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: საფრანგეთი /გერმანია /ნორვეგია /შვედეთი
წელი: 2014

 

A Pigeon Sat on a Branch Reflecting on Existence

100 წთ, ფერადი

რეჟისორი: როი ანდერსონი სცენარი: როი ანდერსონი ოპერატორები: გერგელი პალოსი, იშტვან ბორბასი
მონტაჟი: ალექსანდრა შტრაუსი პროდიუსერი: პერნილა სანდსტრომი მონაწილეობენ: შარლოტა ლარსონი, ჰოლგერ ანდერსონი, ნილს უესტბლომი

ვენეციის კინოფესტივალის "ოქროს ლომის" მფლობელ ამ ფილმში შვედი კინოვიზიონერი - როი ანდერსონი მისთვის დამახასიათებელ აბსურდისტულ იუმორს და უჩვეულო ხედვას გვთავაზობს. დროში წინ და უკან მოგზაურობით და უცნაური პერსონაჟებით, ფილმი ტრაგიკომიკური სერიების მოკლე კადრების კარგად დამუშავებულ ნაკრებს ემსგავსება. თხუთმეტწლიანი მუშაობის შედეგად შექმნილი ფილმი რეჟისორმა თავისი ნამუშევრების - "სიმღერები მეორე სართულიდან" და "შენ, ცხოვრება" - შემდეგ გადაიღო. ეს ფილმები, ერთობლიობაში, ცხოვრების ტრილოგიას ქმნის. ფილმში თავმოყრილია ისტორიები შვედი მაჩო მონარქის თუ სქესობრივად აღგზნებული ფლამენკოს მასწავლებლის შესახებ; აქვეა რამდენიმე სასაცილო სიკვდილის სერია და ამაღელვებელი მუსიკალური ნომერი. ამ იუმორისტულ ცხოვრებისეულ ეპიზოდებთან ერთად, სხვა ადამიანების და ცხოველების მიმართ თანაგრძნობის არმქონე ადამიანების ტრაგედიასაც ვხვდებით. ყოფიერებისადმი ამ უჩვეულო მიდგომას გვაზიარებს ორი გამყიდველი - სემი და ჯონათანი, რომლებიც მოგზაურობენ და უცნაური ახალი ნივთებით ვაჭრობენ. საბოლოო ეფექტი კი ჩამთრევი და გამაოგნებელია.

world sales:
Coproduction Office
Production:
Roy Andersson Filmproduction AB

როი არნე ლენარტ ანდერსონი
დაიბადა 1943 წლის 31 მარტს. როი ანდერსონი არის შვედი კინორეჟისორი, რომელიც ცნობილია ფილმებით - "შვედური სასიყვარულო ისტორია" (1970) და "სიმღერები მეორე სართულიდან" (2000). ყველაზე მეტად ფილმმა "სიმღერები მეორე სართულიდან" განამტკიცა მისი სარეჟისორო სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უწყვეტი კადრები, აბსურდული კომედია, შვედური კულტურის პირდაპირი დაცინვა და ფელინისებური გროტესკი. თავისი პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი სარეკლამო რგოლების გადაღებას დაუთმო. ორმოცწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, გადაღებული აქვს 400-ზე მეტი რეკლამა, ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მხოლოდ ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული კინო. მისმა 2014 წელს გადაღებულმა ფილმმა "მტრედი იჯდა ტოტზე, ფიქრობდა ცხოვრებაზე" ვენეციის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის "ოქროს ლომი" დაიმსახურა.

ფილმოგრაფია:

2007 You, the Living
2000 Songs from the Second Floor
2000 Un matin partout dans le monde (TV Short)
1991 World of Glory (Short)
1987 Something Has Happened (Short)
1980 Trygare kan ingen vara (Short)
1979 Så fruktansvärt onödigt (Documentary)
1975 Giliap
1970 A Swedish Love Story
1969 Lördagen den 5.10
1968 To Fetch a Bike (Short)
1968 The White Match (Documentary) (as Grupp 13)
1967 Visiting One's Son (Short)