ანა
ანა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2017

 

ანა

ფერადი/30 წუთი

რეჟისორი: მარგო ზუბაშვილი, სცენარი: ნუცა წიქარიძე, ირინე ჟორდანია, მარგო ზუბაშვილი, ოპერატორი: დიმიტრი დეკანოსიძე, მონტაჟი: ლევან უჩანეიშვილი. მონაწილეობენ: ნინო კასრაძე, ანა ნიჟარაძე.

45 წლის ანა დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს, თბილისის ცენტრში. ანას დალაგებული ცხოვრება ერთ საღამოს იცვლება, როდესაც კონცერტზე ხალხში ერთი ქალის სახეს ხედავს. როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანი ერთმა სიტყვამ? როგორ ზეგავლენას ახდენას ადამიანზე სხვისი ცხოვრება? როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა სახე და იდენტობა?

Producer:
Tamar Tvaradze
Production:
Tbilisi Film

 

მარგო ზუბაშვილი

დაიბადა 1991წლის 5 სექტემბერს თბილისში. 2014 წ. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კინო-ტელე სარეჟისორო ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები „ოლიმპია" და „დინოზავრი", რომელთაც წარმატება ხვდათ ფესტივალებზე. 2015 წ. მარგო ზუბაშვილმა მოიპოვა დაფინანსება ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში, პროექტით „ანა". 2016-2017 წლებში, მარგო ზუბაშვილი მუშაობდა ტელესერიალ „ხელოვნური სუნთქვის" დამდგმელ რეჟისორად.


ფილმოგრაფია:
2016-2017Artificial Breathing (TV Mini-Series)
2017 Ana (short)
2015 Mother of 5000 Babies (documentary)
2014 Dinosaur (short)
2010 Olympia (short)
2009 Tsinan-Dali (documentary)