მოცეკვავე არაბები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: ისრაელი /გერმანია/საფრანგეთი
წელი: 2014

 

Dancing Arabs (A Borrowed Identity)

104 წთ, ფერადი

რეჟისორი: ერან რიკლისი სცენარი: საიედ კაშუა ოპერატორი: მაიკლ ვისვეგი მონტაჟი: რიჩარდ მარიზი მხატვარი: იოელ ჰერცბერგი მუსიკა: იონათან რიკლისი კოსტიუმები: ჰამადა ათალა მონაწილეობენ: ტავფიკ ბარჰომი, იაელ აბეკასისი, ალი სულიმანი, მაიკლ მოშნოვი, დანიელ კიცისი, მარლენ ბაჯალი, ლეტიცია ეიდო, რაზი გაბარინი, ნორმან ისა, ხალიფა ნათური, კაის ნაშეფი, ლოაი ნოფი

ფილმი მოგვითხრობს ისრაელში არაბულ ქალაქში გაზრდილ ბიჭზე, ეიადზე. მას მიეცა შესაძლებლობა, რომ იერუსალიმის პრესტიჟულ ებრაულ სკოლა-ინტერნატში ესწავლა. ის პირველი და ერთადერთი არაბი ბიჭია, რომელსაც ამის საშუალება მიეცა. ეიადი ძალისხმევას არ იშურებს, რომ ებარელ თანატოლებსა და ისრაელის საზოგადოებას შეეთვისოს. ის მეგობრობს ჯონათანთან - ბიჭთან, რომელიც კუნთების დისტროფიითაა დაავადებული და თანდათან ჯონათანის ოჯახის წევრი ხდება. ის ამხნევებს ჯონათანის მარტოხელა დედას - ედნას.

Production:
United Channel Movies, MACT Productions, Alma Film, Riva Film


ერან რიკლისი
დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს. ის ისრაელელი კინორეჟისორია. მისი ფილმებიდან საგულისხმოა: "თასის ფინალი" (1991), "სირიელი პატარძალი" (2004), "ლიმონის ხე" (2008) და "მოცეკვავე არაბები" (2014).

Filmography/ფილმოგრაფია:
2014 Love Letters to Cinema (Short)
2014 A Borrowed Identity
2012 Zaytoun
2011 Playoff
2011 A Soldier and a Boy (Short)
2010 The Human Resources Manager
2008 Lemon Tree
2004 The Syrian Bride
2002 Pituy
2002 Vegvul Natan (Documentary)
1999 Volcano Junction
1993 Zohar
1991 Gmar Gavi'a
1984 B'Yom Bahir Ro'im et Dameshek