ნეტავი იქ თეატრი არის?!
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2011

55 წთ, HD, ფერადი

რეჟისორი: ნანა ჯანელიძე  სცენარი: ნანა ჯანელიძე, ნინო ნატროშვილი (კახი და იმერი კავსაძეების მონათხრობის მიხედვით)  ოპერატორი: გიორგი ბერიძე  მხატვარი: ზურა მიქელაძე  კომპოზიტორი: მიშა მდინარაძე  პროდიუსერ(ებ)ი: ნანა ჯანელიძე, ირაკლი ტრიპოლსკი 

ეს ფილმი ერთი ოჯახის თავგადასავალს გვიამბობს, კავსაძეების ოჯახის - სანდროს, დათიშკას, კახის... ერთი ოჯახის თავგადასავალი, ამავე დროს, ერთი დიდი ქვეყნის ისტორიაა, ქვეყნისა, რომელიც რუკაზე გაქრა და მალე ადამიანთა მეხსიერებაშიც აღარ იარსებებს... საბჭოთა კავშირი - სახელმწიფო და მისი ბედი, გარდატეხილი დიდი მსახიობის, კახი კავსაძის ცხოვრების პრიზმაში.


Production
:
Studio “Stuko”, Studio N&N

ნანა ჯანელიძე

დაიბადა 1955 წლის 7 აგვისტოს თბილისში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). თენგიზ აბულაძესთან ერთად მუშაობდა ფილმის „მონანიება" სცენარზე. რუსეთის კინოაკადემიის პრემიის „ნიკე" ლაურეატი (1987. ნომინაცია - სცენარი). საქართველოს სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური პრემიების ლაურეატი ფილმისთვის „იავნანა". არის მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის მფლობელი.

ფილმოგრაფია

2010 გალობის რაინდები (დოკ.)
2005 საშობაო საჩუქარი (მ/მ)
2003 მშრალი ხიდის სიზმრები(მ/მ)
2002 ერთი წვეთი საქართველო (დოკ.)
1998 იავნანა
1985 ოჯახი (მ/მ)
1978 დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი (მ/მ)