უსიმღერო ქვეყანა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქალთახედვა
ქვეყანა: გერმანია /საფრანგეთი, ირანი
წელი: 2014

 

No Land’s Song 

90 წთ, ფერადი

რეჟისორი: აიათ ნაჯაფი სცენარი: აიათ ნაჯაფი ოპერატორი: სარა ბლუმი, კუჰიარ კალარი მონტაჟი: კამიზ შოკოფე, ჯულია ვიდვალდი მუსიკა: ფარვინ ნამაზი, სარა ნაჯაფი, ჩაკად ფეშარაქი, სებასტიენ ჰოოგი მონაწილეობენ: ჟან შერალი, ელიზ კარონი, სარა ნაჯაფი, საიე სოდეიფი, ფარვინ ნამაზი, სებასტიენ ჰოოგი, ჩაკად ფეშარაქი, ემელ მათლუთი

1979 წლის რევოლუციიდან მოყოლებული, ირანში ქალებს საზოგადოებაში სოლო სიმღერა აეკრძალათ - მამაკაცების წინაშე მაინც. ცენზურის და ტაბუების მიუხედავად, ახალგაზრდა კომპოზიტორი სარა ნაჯაფი აპირებს, რომ ქალი სოლისტების მონაწილეობით ოფიციალური კონცერტი გამართოს. ამ ბრძოლაში მხარდაჭერის მიზნით, სარა და მისი მეგობრები სამ ფრანგ მომღერალს - ელიზ კარონს, ჟან შერალს და ემელ მათლუთის მოიწვევენ თეირანში, საერთო პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რაც ევროპასა და ირანს შორის მუსიკალური ხიდის ხელახლა გახსნის საფუძველი გახდება. მოახერხებენ თუ არა ისინი, რომ შეიკრიბონ თეირანში, ერთად იმღერონ სცენაზე თავისუფლად და ირანში ქალთა ახალ თავისუფლებას გზა გაუხსნან?

Production:
Chaz Productions, Hanfgarn & Ufer, Torero Film


აიათ ნაჯაფი
დაიბადა 1976 წელს, თეირანში. 1995 წელს, როდესაც, როგორც სტაჟიორი, პროფესიულ გამოცდილებას იღებდა და ირანული თეატრის ოსტატებსა და პროფესორებთან ერთად ვორქშოპებში მონაწილეობდა, მან ახალგაზრდული თეატრალური კომპანია დააარსა. მან არაერთ თეატრალურ დადგმაში მიიღო მონაწილეობა, როგორც რეჟისორის ასისტენტმა, ავტორმა, მსახიობმა და დეკორაციების მხატვარმა. 2000 წლიდან საკუთარი ფილმების გადაღება დაიწყო. 2003 წელს დააფუძნა Arta Atelier, რომელიც თეატრის მიმართ ინტერდისციპლინური, მულტიმედია მიდგომით გამოირჩეოდა. აქ ექსპერიმენტულ მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმებს იღებდნენ. 2005 წელს აიათმა ბერლინალეს ტალანტების პლატფორმაში მიიღო მონაწილეობა მოკლემეტრაჟიანი ფილმით "მიდი" (2004). "ფეხბურთი საფარველის ქვეშ" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც დავიდ ასმანთან ერთად გადაიღო და 2008 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენა. ფილმმა რამდენიმე სხვა ფესტივალზე ჯილდოები მოიპოვა. რეჟისორი ამჟამად ბერლინსა და თეირანში ცხოვრობს.

 

Filmography/ფილმოგრაფია:
2014No Land's Song (Documentary)
2008 Football Under Cover (Documentary)
2005 Move It (Short)