ფენიქსი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: დამზადებულია გერმანიაში
ქვეყანა: გერმანია /პოლონეთი
წელი: 2014

 

Phoenix

98 წთ, ფერადი

რეჟისორი: ქრისტიან პეტცოლდი სცენარი: ქრისტიან პეტცოლდი, ჰარუნ ფაროკის თანამონაწილეობით. იუბერ მონტეიეს რომანის მიხედვით ოპერატორი: ჰანს ფრომი მხატვარი: კ.დ. გრუბერი მონტაჟი: ბეტინა ბიოლერი მუსიკა: შტეფან ვილი კოსტიუმები: ანეტ გუთერი მონაწილეობენ: ნინა ჰოსი, რონალდ ცერფელდი, ნინა კუნცენდორფი, ტრისტან პიუტერი, მიჰაელ მერტენსი, იმოგენ კოგე, ფელიქს რიომერი, იუვე პროისი, ფრანკ ზეპელერი, კატრინ ველიში, მიჰაელ ვენინგერი, კლაუდია გაიზლერი

"ფენიქსი" იწყება, როგორც საშინელებათა ფილმი. დამახინჯებული ქალი, სისხლიან საფენებში შეფუთული სახით, გერმანიის საზღვარს გადაკვეთს მას შემდეგ, რაც მესამე რაიხი დაეცემა. ის ჰოლოკოსტს გადაურჩა და ახლა ბერლინს მიემგზავრება, სადაც იმედი აქვს, რომ მის დასახიჩრებულ სახეს აღადგენენ. ოპერაცია იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდება, რომ როდესაც ის თავის ქმარს პოულობს, რომელმაც შესაძლოა ის გესტაპოს ჩააბარა, ცოლს ვეღარ ცნობს. იქამდე, ქალს თხოვს, რომ მისი რწმენით, საკონცენტრაციო ბანაკში გარდაცვლილი ცოლი განასახიეროს. ამ გზით ცდილობს, რომ ცოლის მემკვიდრეობა ხელში ჩაიგდოს.

Production:
Schramm Film Koerner & Weber
World sales:
A-Film Benelux MSD


ქრისტიან პეტცოლდი
დღეისთვის გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი კინორეჟისორი ქრისტიან პეტცოლდი დაიბადა 1960 წელს, ჰილდენში. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გერმანულისა და დრამის შესწავლის შემდეგ, სწავლას ბერლინის კინოსა და ტელევიზიის გერმანულ აკადემიაში აგრძელებს, სადაც კინორეჟისურას სწავლობს. პარალელურად, რეჟისორების - ჰარუნ ფაროკის და ჰართმუთ ბითომსკის ასისტენტად მუშაობს. სწავლის დასრულების შემდეგ, ის საინტერესო სატელევიზიო ფილმების სერიას იღებს. 200 წელს კინოთეატრებში გამოვიდა მისი პირველი ფილმი "შინაგანი უსაფრთხოება", რომელიც მემრცხენე ტერორისტების წყვილზე მოგვითხრობს. ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და რეჟისორს გერმანული კინოს ჯილდო და ჰესენის საუკეთესო ფილმის ჯილდო მოუტანა. 2007 წელს გამოვიდა ფილმი "იელა". აქ ემოციურადაა აღწერილი ახალგაზრდა ქალის პორტრეტი, რომელიც თავისი სასტიკი და შეპყრობილი ქმრისგან თავის დაღწევას ცდილობს. 2012 წელს გადაიღო ფილმი "ბარბარა", რომელიც პეტცოლდის ნაყოფიერი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილია მსოფლიოში და რომელმაც ბერლინის "ოქროს დათვი" დაიმსახურა.

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:
2014 Phoenix
2012 Barbara
2008 Jerichow
2007 Yella
2005 Gespenster
2003 Wolfsburg
2001 Something to Remind Me (TV Movie)
2000 The State I Am In
1998 Die Beischlafdiebin (TV Movie)
1996 Cuba Libre (TV Movie)