ხმელთაშუაზღვისპირეთი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: იტალია /საფრანგეთი/აშშ/გერმანია/ყატარი
წელი: 2015

 

Mediterranea

107 წთ, ფერადი

რეჟისორი: იონას კარპინიანო სცენარი: იონას კარპინიანო ოპერატორი: უაიათ გარფილდი მონტაჟი: ნიკო ლოინენი, აფონსო გონსალვესი, სანაბელ ჩერქაუი ხმა: დამიენ ტრონშო მხატვარი: მარკო ასკანიო ვიარიჯი მუსიკა: ბენ ზიტლენი, დენ რომერი მონაწილეობენ: კუდოს სიჰონი, ალასან სი

აივამ ახლახან დატოვა მშობლიური ბურკინა ფასო, რომ თავის დაზე და ქალიშვილზე ეზრუნა. ის უკანონო კონტრაბანდისტული საქმიანობით ისარგებლებს, რომ თვითონ და მისი საუკეთესო მეგობარი აბასი თავიანთი კონტინენტიდან სხვაზე გადავიდნენ. აივა იტალიაში ცხოვრებას ეგუება, მაგრამ როდესაც ადგილობრივ მოსახლეობასთან დაძაბულობა იზრდება, ყველაფერი ძალიან სახიფათო ხდება.

Production:
Audax Films
Court 13 Pictures
DCM Productions
Distributor:
Haut et Court


იონას კარპინიანო
იონას კარპინიანო დაიბადა 1984 წელს. ცხოვრება გაატარა აშშ-სა და იტალიაში. ამჟამად ჯოია ტაუროში ცხოვრობს, სადაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ფილმებს იღებს. მისი ნამუშევრები ნაჩვენები იყო მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, როგორებიცაა კანის, ვენეციის, SXSW-ის და ნიუ იორკის კინოფესტივალები.

Filmography/ფილმოგრაფია:
2015 Mediterranea
2014 A Ciambra (Short)
2012 A Chjàna (Short)
2011 Bayou Black (Short)
2010 Resurrection Man (Short)
2006 La casa d'Argento Bava (Short)