მოდრისი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: ლატვია / გერმანია / საბერძნეთი
წელი: 2014

Modris

98 წთ, ფერადი

რეჟისორი: იურის კურსიეტისი სცენარი: იურის კურსიეტისი ოპერატორი: ბოგუმილ გოდფრეიოვი მუსიკა: ლიგა სელმა-კურსიეტე მხატვარი: აივარს ჟუკოვსკისი მონტაჟი: იორგოს მავროპსარიდისი ხმა: ლეანდროს ნტოუნისი პროდიუსერი: იურის კურსიეტისი, ვიკი მიჰა, ინგმარ ტროსტი მონაწილეობენ: კრისტერს პიკშა, რეზია კალნინა

17 წლის მოდრისი თანატოლებისგან არაფრით განსხვავდება. დადის სკოლაში, ჰყავს მეგობარი გოგონა, უსმენს კლუბურ მუსიკას და ხატავს გრაფიტის. მოდრისს დედა მარტო ზრდის, თუმცა ერთმანეთთან მუდმივი კონფლიქტი აქვთ, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მოზარდის სათამაშო აპარატებზე დამოკიდებულებაა. დედასა და შვილს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბება, როდესაც ბიჭი სლოტკლუბში თამაშის გამო დედის ელექტროგამათბობელს გაყიდის. დედა შვილს პოლიციას გადასცემს. სასამართლო მოდრისს ორწლიან პირობით სასჯელს მიუსჯის. აქედან იწყება მისი თავგადასავალი ლატვიის მართმსაჯულების სისტემასთან. მალე მოდრისი ხვდება, რომ უნდა იპოვოს მამა, რომელსაც არც კი იცნობს. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

Production:
Red Dot Media
Sutor Kolonko
Boo Productions


იურის კურსიეტისი
ლატვიელი რეჟისორი და სცენარისტი დაიბადა ლატვიაში. კარიერა 20 წლის ასაკში, ლატვიის ტელევიზიის ახალი ამბების განყოფილებაში კორესპონდენტად მუშაობით დაიწყო. ტელევიზიაში მუშაობისას იღებდა დოკუმენტურ მინიფილმებს, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებაზე. ტელევიზიაში ექვსწლიანი საქმიანობის შემდეგ იურის კურსიეტისმა კინოში გადაინაცვლა. კინორეჟისურასა და სცენარის წერას სწავლობდა ინგლისის შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტის Northern Media School-ში. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. „მოდრისი" ლატვიელი რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

Filmography
2014 Modris
2010 Hackers (doc.)
2009 The Escape from Cuba (doc.)
2009 January 13th (doc.)
2008 Rit Bus / Will Have it Tomorrow (short)
2007 The Bicycle Story (short)