ტომი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: უკრაინა 
წელი: 2014

Plemya 

130 წთ, ფერადი

რეჟისორი: მიროსლავ სლაბოშპიცკი სცენარი: მიროსლავ სლაბოშპიცკი ოპერატორი: ვალენტინ ვასიანოვიჩი მხატვარი: ვლადლენ ოდუდენკო მონტაჟი: ვალენტინ ვასიანოვიჩი ხმა: სერგეი სტეფანსკი პროდიუსერი: ვალენტინ ვასიანოვიჩი მონაწილეობენ: გრიგორი ფესენკო, იანა ნოვიკოვა, როზა ბაბი, ალექსანდრე ძიადევიჩი, იაროსლავ ბილეცკი, ივან ტიშკო, ალექსანდრე სიდელნიკოვი.

ფილმის მთავარი გმირი, სმენადაქვეითებული სერგეი ყრუ-მუნჯთა სპეციალიზირებულ სკოლაში ხვდება და ცდილობს, ადგილი დაიმკვიდროს სკოლაში მოქმედ კრიმინალურ ქსელში სახელად "ტომი". თუმცა, როდესაც სერგეი ორგანიზაციის მეთაურის საყვარელს, ანას ხვდება, მას "ტომის" დაუწერელი კანონების დარღვევა უწევს.

Production:
Garmata Film Production

World Sales:
Alpha Violet
Virgine Devesa
Mob. + 33 (0)6 20 41 11 37
Keiko Funato
Mob. + 33 (0)6 2983 5108
info@alphaviolet.com


მიროსლავ სლაბოშპიცკი
დაიბადა 1975 წელს კიევში, უკრაინაში. დაამთავრა კიევის თეატრისა და ხელოვნების სახელმწიფო ინტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა კიევის დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში და სანქტ პეტერბურგის "ლენფილმში". მიროსლავ სლაბოშპიცკი არის რამდენიმე სატელევიზიო ფილმის სცენარისტი. მისმა სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა "ტომი" 2014 წელს კანის კინოფესტივალის პარალელური პროგრამის, "კრიტიკოსთა კვირეულის" გრანპრი (Grand Prix Nespresso) მოიპოვა.

 

Filmography

2014 The Tribe / Plemya
2012 Nuclear Waster / Yaderni wydhody (short)
2010 Deafness / Glukhota (short)
2009 Diagnosis / Diagnoz (short)
2006 Occurrence / Intsydent (short)