თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ მასტერკლასების სერიას

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა წარმოგიდგენთ ონლაინ მასტერკლასების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო. ინდუსტრიული პლატფორმის სტუმრები იქნებიან როგორც უცხოელი, ისე ქართველი დამსახურებული კინემატოგრაფისტები. გაეცანით ინდუსტრიული დღეების კატალოგს.

ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის დეტალური განრიგის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიებებზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს \"ZOOM IN\" ან  იხილეთ Facebook Live.

პიტერ ვებერის მასტერკლასი

6 დეკემბერი, 17:00 საათი.

ZOOM IN

აღიარებული ბრიტანელი რეჟისორი პიტერ ვებერი მსმენელს გაუზიარებს კინოინდუსტრიაში რამდენიმე ათწელეულის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას.

 

რატი ონელის მასტერკლასი

11 დეკემბერი, 17:00 საათი. 

ZOOM IN

Რატი ონელის სადებიუტო ნამუშევარი “მზის ქალაქი” მაღაროელთა ნახევრად მიტოვებული ქალაქის ნანგრევებში მცხოვრები უჩვეულო პერსონაჟების ყოველდღიურობაზე, ოცნებებსა და ბედზე მოგვითხრობს. Რეჟისორის ესთეტიკა და თხრობის მანერა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ფილმზე მუშაობისას, მკაცრი ჩარჩოებიდან გამოსვლა და ჟანრების მონაცვლეობა შესაძლებელია. Ფილმის ავტორი ისაუბრებს კინოზე, როგორც ფილოსოფიურ მედიუმზე. 

ნინო კირთაძის მასტერკლასი

13 დეკემბერი, 19:00 საათი.

ZOOM IN 

Დღესდღეობით, ჰიბრიდული ფილმების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს. Ნინო კირთაძე გვესაუბრება დოკუმენტურ და მხატვრულ კინოს შორის არსებულ ზღვარზე. 

იოანა ბერნჰარდსონის მასტერკლასი

14 დეკემბერი, 17:00 საათი.

ZOOM IN

Კინოს მხატვარი იოანა ბერნჰარდსონი მაყურებელს გაუზიარებს აღიარებულ შვედ რეჟისორთან, როი ანდერსონთან მუშაობის გამოცდილებას და ისტორიებს გადასაღები მოედნიდან, რამაც დოკუმენტურ კინოზე მუშაობის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

იშტვან საბოს მასტერკლასი

15 დეკემბერი, 17:00 საათი

ZOOM IN

Იშტვან საბო ისაუბრებს რეჟისორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და კინოში მოღვაწეობის პირად გამოცდილებაზე 1960-იან წლებში.

ჟაკო ვან დორმაელის მასტერკლასი

16 დეკემბერი, 17:00 საათი.

ZOOM IN

Ჟაკო ვან დორმაელი, ავტორი ფილმისა “Მისტერ არავინ”,  ისაუბრებს კინოინდუსტრიაში მუშაობის საკუთარ გამოცდილებასა და სცენარის კინოდ ქცევის პროცესზე.

აბელ ფერარას მასტერკლასი

17 დეკემბერი, 17:00 საათი

ZOOM IN

Აბელ ფერარას მასტერკლასის ძირითადი თემებია რეჟისორის თხრობის მანერა, ფილმის შექმნისა და არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობის პროცესი. Რეჟისორი ისაუბრებს თავის ბოლო ნამუშევარზე “ციმბირი”, რომელიც აერთიანებს ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან უილემ დაფო, იზაბელ იუპერი და ნიკოლას ქეიჯი. Მასტერკლასის შემდეგ, რეჟისორთან გაიმართება კითხვა-პასუხის სესია. 

შეხვედრა აგნიეშკა ჰოლანდთან

18 დეკემბერი, 17:00 საათი

ZOOM IN

თავის ბოლო ნამუშევარში “შარლატანი”, Აგნეჟკა ჰოლანდი კიდევ ერთხელ იკვლევს პოლიტიკურ და ისტორიულ თემებს არაკონვენციური პერსონაჟების მეშვეობით. Ფილმის ჩვენების შემდეგ, რეჟისორი ისაუბრებს ფილმებსა და სერიალებზე მუშაობის გამოცდილებაზე, მაყურებელს კი საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მას ონლაინ რეჟიმში. 

2020-Dec-11

ფიჩინგ ფორუმ Georgian-Baltic Bridge-ის გამარჯვებულები ცნობილია

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 დეკემბერს ონლაინ ფორმატში გაიხსნა.

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმამ წელს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს უმასპინძლა. ფორუმი 30 ნოემბერს, ონლაინ ფორმატში დაიწყო და 2 დეკემბერს დასრულდა.

ფორუმისთვის შერჩეულმა მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში გაიარეს ინტენსიური ტრეინინგები სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. ვორქშოფებს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები კატარინა ბილდჰაუერი (ფიჩინგის ექსპერტი) და კრისტიან რუთი (სცენარის კონსულტანტი).

 

ფიჩინგ ფორუმი 2 დეკემბერს გაიმართა. მონაწილეებმა პროექტები ჟიურის და აუდიტორიის წინაშე ონლაინ წარადგინეს.

 

საერთაშორისო ჟიურიმ  სამი საუკეთესო პროექტი გამოავლინა, რომლებიც თბილისის მერიის მიერ დაწესებულ ფულად პრიზებს მიიღებენ:

პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 1500 ევრო: \"ია / Ia\" - რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე.

მეორე ადგილი, 1000 ევრო: \"მაქცია / Werewolf\" - რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი.

მესამე ადგილი, 700 ევრო:  \"როცა 17 წლის ხარ / When you\'re 17\" - რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე.

2020-Dec-03

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული დღეების პროგრამა

ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Covid-19-ის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონალინ გაიმართება.

წლევანდელი კინოფესტივალი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

  • ინდუსტრიული დღეები;
  • მასტერკლასები;
  • ფილმების ჩვენება. 

ინდუსტრიული დღეები მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო. ღონისძიებებზე დასასწრებად მიჰყევით პროგრამაში ნარინჯრისფრად მონიშნულ ღილაკს \"ZOOM IN\" ან თვალი ადევნეთ კინოფესტივალის ფეისბუქ გვერდს.    

2020-Dec-02

ფესტივალების დახურულ კარს მიღმა - დისკუსია საერთაშორისო ფესტივალების პროგრამერებთან

დისკუსია გაიმართება ორშაბათს, 7 დეკემბერს 16:00 საათზე, პლატფორმა Zoom-ზე.

მსოფლიოს წამყვანი ფესტივალების პროგრამერები მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიაში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამერის, გურამ ღონღაძის მოდერატორობით. მსმენელები სიღრმისეულად გაეცნობიან ფესტივალების პროგრამების შემუშავებისა და სელექციის პროცესს, განიხილავენ თუ რის საფუძველზე ხდება ფილმების შერჩევა, ისაუბრებენ საერთაშორისო კინოფესტივალებზე კინოს პროფესიონალებისათვის არსებულ შესაძლებლობებზე. დისკუსია ძირითადად კავკასიის რეგიონზე, უფრო კონკრეტულად კი, საქართველოზე  იქნება ფოკუსირებული. ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო ფესტივალებზე თავიანთი პროექტების წარდგენა სურთ, რადგან მათ საშუალება ექნებათ მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები თავად გადაწყვეტილებების მიმღებთაგან მსგავსი ფესტივალებიდან.

მონაწილეები:

ანა სუზა (სანდენსის კინოფესტივალი)

ჰიუგო როსაკი (კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი)

რობერტო კუეტო (სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი)

სერჯიო ფანტი (ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი)

მოდერატორი:

გურამ ღონღაძე (თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი)

2020-Dec-01

კოპროდუქციის მნიშვნელობა ქართველი კინოს პროფესიონალებისთვის - წარმატებული მაგალითების ანალიზი: "მანდარინები" და "ნამე"

დისკუსია გაიმართება პარასკევს, 4 დეკემბერს 16:00 საათზე, პლატფორმა Zoom-ზე.

ისეთი წარმატებული პროექტების კოპროდიუსერები, როგორებიცაა მანდარინები და ნამე, მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიაში, პროდიუსერ ელენე მარგველაშვილის მოდერატორობით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ კოპროდუქციაზე მუშაობის საკუთარი გამოცდილება, განიხილონ ამ პროცესის როგორც უპირატესობები, ისე სირთულეები პროექტის დაწყებიდან მის საფესტივალო ცხოვრებამდე. დისკუსიაზე, ასევე, განიხილება ბალტიისპირეთის ქვეყნებთან კოპროდუქციაზე მუშაობის შესაძლებლობები ქართველი კინოს პროფესიონალებისთვის.

მონაწილეები:

ივო ფელტი (ესტონეთი), მანდარინები

იევა ნორვილიენი (ლიეტუვა), ნამე

სულხან თურმანიძე (საქართველო), ნამე

მოდერატორი:

ელენე მარგველაშვილი (საქართველო).

 

 

2020-Dec-01

"Georgian-Baltic Bridge" ფიჩინგ ფორუმი - ინდივიდუალური ვორქშოფების პირველი დღე

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 დეკემბერს ონლაინ ფორმატში გაიხსნა.

კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა წელს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს მასწპინძლობს. ფორუმი 30 ნოემბერს დაიწყო და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს  კატარინა ბილდჰაუერი (ფიჩინგის ექსპერტი) და კრისტიან რუთი (სცენარის კონსულტანტი) ფორუმის მონაწილეებისთვის ინდივიდუალურ ვორქშოფებს გამართავენ, სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. 

ფიჩინგ ფორუმი გაიმართება ოთხშაბათს, 2 დეკემბერს.

საერთაშორისო ჟიური სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. 

 

2020-Nov-30

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის შესახებ

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ინდუსტრიული დღეების მრავალფეროვანსა და დინამიურ პროგრამას, რომელიც მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო. კინოინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიონალებთან შეხვედრები გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს პროფესიონალებს, დამწყებ რეჟისორებსა და პროდიუსერებს, ფესტივალის მონაწილეებსა და ზოგადად, ფართო საზოგადოებას.

ფიჩინგ ფორუმი Georian-Baltic Bridge

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში წარმოდგენილი ვორქშოფების მთავარი მიზანია მონაწილეების კარიერული განვითარების ხელშეწყობა კინოინდუსტრიაში. ფიჩინგ ვორქშოფებთან ერთად, მონაწილეებს წელს პირველად მიეცემათ საშუალება ჩაერთონ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმში, რომელიც საქართველოსა და ბალტიისპირეთზე (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) იქნება კონცენტრირებული. პლატფორმის ფარგლებში ჩატარდება ინტენსიური ტრენინგები სიუჟეტის განვითარების, პროექტის პრეზენტაციის, ფიჩინგისა და შეფუთვის საკითხებზე. მონაწილეებს, ასევე, საშუალება მიეცემათ ინდივიდუალური კონსულტაციები გაიარონ პროდიუსერებსა და დარგობრივ ექსპერტებთან. შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი  მრავლისმომცველი პროგრამა ერთგვარი გზამკვლევია კინოს ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის.

ფიჩინგ ფორუმი გაიმართება ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე (ცენტრალური ევროპული დრო)

საერთაშორისო ჟიური სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. ღონისძიებაზე დასაწრებად მიჰყევით ბმულს.

ინდუსტრიული პლატფორმა წელს რამდენიმე საინტერესო პანელ დისკუსიითა და მასტერკლასების სერიითაა წარმოდგენილი. საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორები, როგორებიც არიან აგნეჟკა ჰოლანდი, პიტერ ვებერი, ჟაკო ვან დორმაელი, ნინო კირთაძე და რატი ონელი ინდუსტრიული პლატფორმის  სპეციალური სტუმრები იქნებიან და შემოგვთავაზებენ შეხვედრებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე.  

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება პანელური დისკუსია - კოპროდუქციის საკითხები კინოინდუსტრიაში: ბალტიისპირეთის შედარებითი ანალიზი, რომლის ფარგლებშიც, ასევე, განიხილება კოპროდუქციის წარმატებული მაგალითები: მანდარინები (ესტონეთი-საქართველო) და ნამე (საქართველო-ლიეტუვა). გარდა ამისა, სხვადასხვა კინოფესტივალის პროგრამერები გამართავენ პანელურ დისკუსიას - ფესტივალების დახურულ კარს მიღმა, და განიხილავენ  ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფესტივალის პროგრამის შემუშავების მნიშვნელობა და წამყვანი კინოფესტივალების სელექციის პროცესი. რაც მთავარია, ისინი ისაუბრებენ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საერთაშორისო კინოფესტივალები ქართული კინოს წარმომადგენლებს სთავაზობენ.

ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის მხარდამჭერია თბილისის მერია.

  

2020-Nov-28

"Georgian-Baltic Bridge" ფიჩინგ ფორუმისთვის შერჩეული პროექტები ცნობილია

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა წელს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს მასწპინძლობს. ფორუმი 30 ნოემბერს, ონლაინ ფორმატში დაიწყება და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ფიჩინგ ფორუმში მონაწილეობისთვის შერჩეული პროექტები:

საქართველო

  • \"ჰაერი ლურჯი აბრეშუმია /Air Blue Silk\" - რეჟისორი ირინე ჟორდანია, პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი;
  • \"ია / Ia\" - რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;
  • \"აღარ შემიძლია / No More\" - რეჟისორი კეკო ჭელიძე, პროდიუსერი კოტე კალანდაძე;
  • \"მკრთალი მზის ჩასვლები / Pale Sunsets\" - რეჟისორი ავთანდილ ჩაჩიბაია, პროდიუსერი მარიამ ბიწაძე;
  • \"რეალური არსებები / The Real Beings\" - რეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე, პროდიუსერი თამარ გოლავა;
  • \"როცა 17 წლის ხარ / When you\'re 17\" - რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე.

ესტონეთი

  • \"ნაცნობი უცნობები / Familiar Strangers\" - რეჟისორი კარლოს ლესმესი, პროდიუსერი ტინა სავი;
  • \"მაქცია / Werewolf\" - რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი.

ლიეტუვა

  • \"თავსაბურავი / The Hood\" - რეჟისორი ანდრიუს ლეკავისიუსი, პროდიუსერი გაბრიელ ვაისიუნაიტე;
  • \"ადამიანი, რომელმაც ზღვა გაამტკნარა / Man Who Desalinated the Sea\" - რეჟისორი ზურაბ ჟიჟილავა , პროდიუსერი ემილია სლუსკონიტე, ვიქტორია სეინიუტი.

შერჩეული მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. საერთაშორისო ექსპერტებთან:

  • ფიჩინგის ექპსერტი კატარინა ბილდჰაუერი (გერმანია);
  • სცენარის კონსულტანტი კრისტიან რუთი (ესპანეთი).

ფიჩინგ ფორუმი გაიმართება ოთხშაბათს, 2 დეკემბერს. Საერთაშორისო ჟიური სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. 

 

2020-Nov-20

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფიჩინგ ფორუმის ტუტორები

კატარინა ბილდჰაუერი, ფილოსოფიის დოქტორი

ფიჩინგის ექსპერტი

კატარინა ბილდჰაუერი 2003 წლიდან სხვადასხვა პოზიციას იკავებს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ის 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა ბერლინალეს კოპროდუქციის მარკეტს, რომლის თანადამფუძნებელიც არის. ამჟამად ხელმძღვანელობს ტალანტების პროექტების მარკეტს, რომელიც ბერლინალეს ტალანტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. გარდა ამისა, კატარინა კანის კინოფესტივალის პროდიუსერების ქსელისა და ევროპული კინოს პოპულარიზაციის ქსელის ინიციატივის - Producers on Move-ი ს მოდერატორია. სხვადასხვა დროს იყო ბერლინალეს რეზიდენტურის კოორდინატორი და მუშაობდა მსოფლიო კინოფონდისთვის. 

კატარინა გერმანულ და ინგლისურ ლიტერატურას, და ფსიქოლოგიას სწავლობდა კოლონის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი - ევროპულ კინომცოდნეობას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. რამდენიმე წლის განმავლობაში ასწავლიდა სცენარის ანალიზს გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში. მისი სადოქტორო ნაშრომი არაკონვენციური სცენარების შესახებ 2007 წელს გამოქვეყნდა. ხარისხის დაცვამდე კინო და ტელე ინდუსტრიაში მუშაობდა გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში კასტინგის მენეჯერის, პროდუქციის ასისტენტის, რეჟისორის ასისტენტისა და სკრიპტის სუპერვაიზერის პოზიციებზე.

კრისტიან რუთი

სცენარის განვითარება

კრისტიანი კატალონიაში (ესპანეთში) მოღვაწე კინოკონსულტანტი და სცენარის ანალიტიკოსია, რომელიც თანამშრომლობს როგორც კინემატოგრაფისტებთან, ისე სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ბოლო 14 წლის განმავლობაში ის შემოქმედებითი ევროპის მხარდაჭერით მოქმედი განვითარების სქემის - SCREAPTEAST-ის (scripteast.pl) სასწავლო პროგრამების თანახელმძღვანელია. პროგრამის მიზანი აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერაა და კრისტიანის ხელმძღნაველობით მის ფარგლებში 50 მხატვრული ფილმი შეიქმნა. 

გასულ წელს კრისტიანი პინვუდის კინოსტუდიასთან (გაერთიანებული სამეფო) არსებული შემოქმედებითი მედიაუნარების ცენტრის სცენარის განვითარების სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი გახდა. ის ასევე თანამშრომლობს აღმოსავლეთ ევროპის ეროვნულ კინოფონდებთან და ხელმძღვანელობს ვორქშოფებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩეხეთი, სლოვენია, მაკედონია, საქართველო, რუმინეთი, საბერძნეთი,  ლატვია, ლიეტუვა, და ესტონეთი. 15 წლის განმავლობაში მუშაობდა ტუტორად ამსტერდამის ბინგერის კინოლაბორატორიაში, 2012 წელს კი მისი ინიციატივით პირველად ჩატარდა HEZAYAH-ს სცენარის განვითარების ვორქშოფები ყატარში. 

დაარსებიდან ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროპული კინოსკოლის ინიციატივის - FOUR CORNERS-ის სასწავლო პროგრამებს.  მანამდე კი იგივე პოზიციას იკავებდა PILOTS TV-ში, ესპანეთის ქალაქ სიჯესში. 2006 წელს მისი თანაავტორობით გამოიცა წიგნი სახელწოდებით სცენარის განვითარება. 2000 წელს მშობლიური ლონდონიდან ესპანეთში გადასვლამდე, 1989-1998 წლებში კრისტიანი ხელმძღვანელობდა სელექციას MEDIA Programme-ის European Script Fund-ისა და EMDA-ისათვის. ამ დროის განმავლობაში მან ხელი შეუწყო ასობით ევროპული კომპანიისა და ფილმის განვიარებას, რომელთა შორისაა გმირი ტოტო, ორლანდო, ტალღებთან მებრძოლი, და ელიზაბეტი. მანამდე მუშაობდა კინო შესყიდვებსა და აღმასრულებელ პოზიციებზე ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Thorn-EMI, Cannon UK და Red Rooster Films.

2020-Nov-06

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა იწყებს განაცხადების მიღებას

ვიწვევთ რეჟისორებსა და პროდუსერებს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმში Georgian-Baltic Bridge მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ონლაინ 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით.

მონაწილეობის მიღება შეუძლია განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მყოფ პროექტს (პირველი ან მეორე მხატვრული ფილმი) საქართველოდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვადან.

შერჩეული პროექტები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები პლატფორმაში მონაწილე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. პროექტის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის ხელშეწყობა.

Საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს, რომელიც  მიიღებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოს.

ფიჩინგ ვორქშოფში მონაწილეობის პირობები:

  • პროექტის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი
  • პროექტი უნდა შემოიტანოს რეჟისორმა და პროდუსერმა ერთად
  • სამუშაო ენა: ინგლისური. ყველა მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას

განაცხადი უნდა შეიცავდეს:

  • პროექტის დასახელება;
  • ორიგინალი სათაური;
  • სათაური ინგლისურ ენაზე, სცენარის ავტორი/რეჟისორი, წარმოების ქვეყანა, ხანგრძლივობა, ჟანრი;
  • რეჟისორის ბიოგრაფია და ფილმოგრაფია;
  •  ლოგლაინი;
  • სინოფსისი (მაქსიმუმ 1000 სიმბოლო);
  • თრითმენთი (8-12 გვერდი);
  • რეჟისორის ხედვა;
  • პროდიუსერის მოტივაცია;
  • ფინანსური გეგმა;
  • ბიუჯეტი;
  • ვიზუალური მასალები (არსებულის შემთხვევაში). 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა პარასკევი, 13 ნოემბერი (24:00 GMT). განაცხადი მიიღება ინგლისურ ენაზე (ერთი საერთო .pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე - opencall@tbilisifilmfestival.ge, განაცხადის ფორმის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: t.gurgenidze@tbilisifilmfestival.ge m.zubashvili@tbilisifilmfestival.ge 

2020-Nov-12