ფილმის ჩვენება - "ბიჭები ტირიან"
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ფილმის ჩვენება - "ბიჭები ტირიან"
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-11

"ბიჭები ტირიან" დამიანო და ფაბიო დ'ინოჩენციოს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ფესტივალზე საკონკურსო სექციაში იყო ნაჩვენები. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა შეხვედრა მსახიობთან მატეო ოლივეტისთან.

მირკო და მანოლო საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი რომის გარეუბანში ცხოვრობენ. ორივე ღარიბია და მარტოხელა მშობლები ჰყავთ. სკოლის ასაკიდან მუშაობენ და დროებით სამუშაოზე ძლივს ახერხებენ, რომ თავი შეინახონ. ისინი ერთად ოცნებობენ ქალებზე, სექსზე და ფულზე, უკეთეს მომავალზე. მას შემდეგ, რაც ერთ ღამეს, მოულოდნელად კაცი შემოაკვდებათ, მათ ადგილობრივი მაფია ჩაითრევს და მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ცოტა ხანში, თავიანთი ახალი უფროსებისთვის ბინძურ საქმეს აკეთებენ და ხელები სისხლში აქვთ გასვრილი. მაგრამ იოლი ფულის და ბევრი ფულის შოვნის ილუზიით გაბრუებულები ვეღარ აცნობიერებენ თავიანთი არჩევანის შედეგებს.

დამიანო და ფაბიო დ'ინოჩენციო (დაიბადნენ 1988 წელს) არიან იტალიელი სცენარისტები და რეჟისორები. ბავშვობა რომის პერიფერიაში გაატარეს, ხატავდნენ, ლექსებს წერდნენ და ფოტოებს იღებდნენ. მათ კინოსარეჟისორო განათლება არ აქვთ მიღებული. „ბიჭები ტირიან" მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

ფოტო: შოთიკო წიქურიშვილი

 

მნახველთა რაოდენობა: 939