ფილმის ჩვენება - "ბროლის გედი"
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ფილმის ჩვენება - "ბროლის გედი"
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-11

დარია ჟუკის ფილმი "ბროლის გედი" ფესტივალის საკონკურსო სექციაში იყო ნაჩვენები. 8 დეკემბერს გაიმართა ფილმის ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

ახალგაზრდა ეველინას ხარისხი აქვს მიღებული სამართალში, მაგრამ ის აშშ-ში მოგზაურობაზე და იქ პროფესიონალ დიჯეობაზე ოცნებობს. თუმცა 1997 წელია და გოგონა პოსტ-საბჭოთა მინსკში ცხოვრობს. ბელარუსი რეჟისორის, დარია ჟუკის ამ გაბედულ დებიუტში 1990-იანი წლების ჰაუსის რიტმები იგრძნობა.

რეჟისორი დარია ჟუკი დაიბადა მინსკში, სწავლობდა აშშ-ში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მან დაამთავრა ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტები, მუშაობდა არხზე HBO, გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა და არაერთი პრიზი დაიმსახურა.

 

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1378