მრგვალი მაგიდა საკონკურსო რეჟისორების მონაწილეობით
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → მრგვალი მაგიდა საკონკურსო რეჟისორების მონაწილეობით
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-11

ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საკონკურსო პროგრამაში მონაწილე დებიუტანტი რეჟისორები. დიკუსიაზე მათ ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე და იმ გამოწვევებზე, რაც ხვდებათ ფილმზე მუშაობის პროცესში. ყველა მათგანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წარსულითა და კინოსთან მისვლის სხვადასხვა გზით. 

დისკუსიას მოდერაციას უწევდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი გურამ ღონღაძე.

ფოტო: საბა ხითარიშვილი

 

 

მნახველთა რაოდენობა: 824