ევროკავშირის მიერ გამართული შეხვედრა და დისკუსია მოსწავლეებთან
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ევროკავშირის მიერ გამართული შეხვედრა და დისკუსია მოსწავლეებთან
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-11

წელს 70 წელი შესრულდა ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით  ევროკავშირმა თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე დააწესა სპეციალური პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში", რომელიც ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე, ადამიანის უფლებებზე გადაღებულ საუკეთესო ფილმს გადაეცა. პრიზის მფლობელი გახდა ლუკას დონტის ფილმი "გოგონა". 

ამას გარდა, 9 დეკემბერს ევროკავშირმა ჩაატარა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, რომლის დროსაც ახალგაზრდა აუდიტორიას გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და სექციაში "დამზადებულია გერმანიაში" წარმოდგენილი ლარს კრაუმეს ფილმი "მდუმარე პროტესტი" უჩვენებს. სეანსების შემდეგ გაიმართა დიკუსია, რომელიც წარმოდგენილ ფილმებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ  სხვადასხვა თემას შეეხებოდა.

 

ფოტო: საბა ხითარიშვილი

მნახველთა რაოდენობა: 1250