საერთაშორისო კოპროდუქციის შემუშავება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → საერთაშორისო კოპროდუქციის შემუშავება
კინოფესტივალი მედიაში
2019-10-18

მარტინ ჰაგემანის მიერ ჩატარებულ სემინარზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან დამწყები კინორეჟისორები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, რომელიც 7-8 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. სემინარი მიეძღვნება საერთაშორისო კოპროდუქციების სტრუქტურებს და მოიცავს საქმის წარმოებას, პროექტებზე პრაქტიკულ სამუშაოებს და გაცნობით შეხვედრებს. თითოეული ქვეყნიდან შეირჩევა ორი მხატვრული კინოპროექტი და მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან პროდიუსერები და რეჟისორები. შერჩეული მონაწილეების მგზავრობისა და განთავსების ღირებულებები ანაზღაურებული იქნება ორგანიზატორების მიერ.

სემინარზე მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოგზავნონ:
1. მოკლე სინოფსისი (ნახევარი გვერდი)
2. თრითმენთი (მაქსიმუმ 15 გვერდი)
3. რეჟისორისა და პროდიუსერის განაცხადები
4. საპრეზენტაციო ბროშურა (ბიუჯეტისა და ფინანსური გეგმის ჩათვლით)
5. რეჟისორისა და პროდიუსერის წინა ნამუშევრების ბმული

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ოქტომბერი.
განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ მოცემულ ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/1FNCVZ9kckF1k_t1CIgLDRzhOsarOho1ySdx3tJMHS9Y

მარტინ ჰაგემანი არის თანადამფუძნებელი მწარმოებელი კომპანიებისა "Zero Film" და „Zero Fiction Film", რომლებიც 1990-იანი წლებიდან მრავალ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს ქმნიან. 2009 წელს, ბაბელბერგის კონრად ვოლფის კინოს უნივერსიტეტში, მარტინ ჰაგემანი გახდა კინოსა და სატელევიზიო წარმოების პროფესორი. ამჟამად, ასევე არის საერთაშორისო საქმეთა ვიცე-პრეზიდენტი. მისი სასწავლო მიდგომა კონცენტრირდება დაფინანსების, ახალი ბაზრების, კინოპოლიტიკის და კინემატოგრაფიული პროექტების წარმოებასა და განაწილებაზე.

სემინარი ორგანიზებულია "GAIFF Pro"-სა და თბილისის საერთაშორის კინოფესტივალის მიერ.

 

მნახველთა რაოდენობა: 1228