ლაიფციგის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე ნინო კირთაძის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ლაიფციგის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე ნინო კირთაძის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება
კინოფესტივალი მედიაში
2019-10-24

"I Invite You to My Execution" ქართველი რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარია, რომელიც ლაიფციგის დოკუმენტური კინოფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში იქნება ჩართული. გარდა ფილმის ჩვენებისა, გაიმართება პანელ დისკუსია სახელწოდებით - „რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს ფილმს", რომელშიც ქართველი ავტორიც მიიღებს მონაწილეობას. 

ნინო კირთაძე სარეჟისორო საქმიანობასთან ერთად, გახლავთ ჟურნალისტი. მუშაობდა კონფლიქტის ზონებში. აშუქებდა აფხაზეთის, ჩეჩნეთისა და ყარაბახის ომებს.

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში. ავტორია ფილმების: „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე", „უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ", „მილსადენის მეზობლები", "Durakovo: Village of Folls" და სხვ. გადაღებულია ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი". მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო: ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი (ბერლინი, 2002), საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო (2003), ევროპული ოსკარი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (2005).

2005 წლიდან, გახლავთ ევროპული აკადემიის წევრი.

2019 წლის 16 ივლისიდან, წარმოადგენს საქართველოს „ევრიმაჟში".

მნახველთა რაოდენობა: 422