Tbilisifilmfestival
Tbilisifilmfestival
  • პროგრამა
  • ფილმები
  • ჟიური
  • ჩვენ შესახებ
    • გუნდი
    • თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ისტორია
  • სიახლეები
    • სიახლეების არქივი
  • კონტაქტი
  • en_GB
    • ka_GE

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

November 26, 2023

თბილისის 24 -ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება. გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი: „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ (Forced Migration of Butterflies, 2023).

კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და  დაჯილდოება კი,  შედგება 2 დეკემბერს. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ვეიტ ჰელმერის გერმანულ-ქართული ფილმი: „გონდოლა“ (Gondola, 2023). დახურვის ცერემონიას დაესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

რეჟისორი ფოკუსში

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში“, პედრუ კოშტა იქნება წარმოდგენილი.  აღსანიშნავია რომ წელს საპატიო პრომეთე  მას და რეჟისორს, ნანა ჯორჯაძეს გადაეცემა.

წლევანდელ კინოფესტივალს ეწვევიან  კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბენუა ვოლნე ( საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი (გერმანია), დოვერ  ქოსაშვილი(ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ.

ქვეყანა ფოკუსში-სომხეთი

2023 წელს სომხური კინო ასი წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, სომხეთის კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, სომხური ფილმების კინოსეანსები გაიმართება,

სექცია: „ქვეყანა ფოკუსში“ ნაჩვენები იქნება xx საუკუნის ოციან წლებში თბილისში მოღვაწე კინორეჟისორის, სომხური კინოს პიონერის, პირველი სომხური მხატვრული ფილმის ავტორის, ამო ბეკ-ნაზაროვის მხატვრული ფილმები: „სახლი ვულკანზე“  (1929 წ.) და „ნაირის ქვეყანა“ (1930 წ.).

 სექცია „აპოლო: კინოს მეხსიერება“ თბილისში დაბადებული, წარმოშობით სომეხი ამერიკელი რეჟისორის, რუბენ მამულიანის რეტროსპექტივას უმასპინძლებს. აღნიშნული რეტროსპექტივა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

გარდა ამისა, კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება როგორც საბჭოთა პერიოდში გადაღებული ფილმები, ასევე თანამედროვე სომხური კინოსურათები. თბილისის კინოფესტივალს ეწვევა სომეხი კინემატოგრაფისტების დელეგაცია,  რეჟისორების, პროდიუსერების, სომხეთის კინემატოგრაფთა კავშირის და სომხეთის ეროვნული კინოცენტრის  წარმომადგენლების შემადგნელობით. 

საკონკურსო პროგრამა

კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი – ოქროს პრომეთე. 

საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:  

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს ჟიურის სხავდასხვა შემადგენლობა შეაფასებს.

მხატვრული ფილმების ჟიური:

მარი ამაშუკელი ( საფრანგეთი)

კატრიელ შორი ( ისრაელი)

ევა ბლონდიაუ (გერმანია)

დოკუმენტური ფილმების ჟიური:

ლუკას დ’ინტრო ( იტალია)

თომას ჰაიზე (გერმანია)

ჯად სალფიტი( ბრიტანეთი)

ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება  4 სრულმეტრაჟიანი და 9 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.  ასევე 9  სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.  

კინოფესტივალის სექციები

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს  ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:

    • ევროპული ფორუმი

    • ევროპული კინოს თვე

    • ჰორიზონტები

    • დამზადებულია გერმანიაში

    • ქვეყანა ფოკუსში-სომხეთი

    • ბრიტანული კინო

    • რეჟისორი ფოკუსში-პედრო კოშტა

    • სამყარო დოკუმენტურ კინოში

    • აპოლო: კინოს  მეხსიერება

    • განსაკუთრებული სეანსები

    • ქართული პანორამა

ინდუსტრიული დღეები

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება ინდუსტრიული დღეები, რომლის ძირითადი დამფინანსებელია ფრანგული ინსტიტუტის რეგიონული განყოფილება. ინდუსტრიულ პლატფორმაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენას. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სასომხეთის პროდიუსერები და რეჟისორები, რომელთაც აქვთ პროექტები განვითარების საწყის ეტაპზე.  მხატვრული ფილმების კატეგორიაში შერჩეულია 8, ხოლო დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში –  9 პროექტი.

შერჩეული პროექტების პრეზენტაციის (ფიჩინგის) შემდეგ, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს პროექტს, რომელიც მიიღებს შპს „ტერმინალის“ მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოს 5 ათასი ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება მოწვეული კინოპროფესიონალების  ლექციები და პანელური დისკუსიები.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ჯილდოს აწესებს.

კატეგორიაში „ადამიანის უფლებები კინოში” ჯილდო გადაეცემა დოკუმენტური და მხატვრული მიმართულების გამორჩეულ ფილმებს, რომლებიც წარმოაჩენენ ადამიანის უფლებების თემატიკას.

სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრები გამოავლენენ გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე 2 დეკემბერს.

„ევროპული კინოს თვე“

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ევროპული კინოს თვეს უერთდება. 

ექვსი კვირის განმავლობაში მთელი ევროპის ტერიტორიაზე 40 ქვეყნის 700-მდე კინოთეატრში მოეწყობა კინოპრემიერები, რეტროსპექტივები, სპეციალური კინოპროგრამები, არტ-ჰაუს ფილმების სეანსები, გამოფენები, დისკუსიები, შეხვედრები კინემატოგრაფისტებთან და უამრავი სხვა ღონისძიება. კინოს ამ ზეიმს თბილისიც უერთდება.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით კავეა კინომაყურებელს სთავაზობს ახალგაზრდულ თემატიკაზე შექმნილ შვიდ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომლის ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კავეა გალერიაში ყოველდღე 19 საათზე გაიმართება.

კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები

კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება ტომას ჰაიზეს, ჯად სალფიტის, კატრიელ შორის და სხვა კინემატოგრაფისტების მასტერკლასები და ვორკშოპები.

28 ნოემბერს გაიმართება თამარ ამაშუკელის წიგნის პრეზენტაცია: „არქიტექტურის პოლიტიკური კონტექსტი“.

გიორგი კობერიძის მუსიკალური ნაწარმოები: „ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები“ შექმნილია კინოდარბაზებისთვის, თუმცა არ აქვს გამოსახულება. მსმენელი ერთი საათისა და 5 წუთის განმავლობაში ბნელ კინოდარბაზში ზის, სადაც მუსიკის გარდა არაფერი ისმის.

კინოფესტივალის სპონსორები და მხარდამჭერები

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე.“

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან:  ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ევროკავშირი საქართველოსთვის,  შემოქმედებითი ევროპა,  ბრიტანეთის საბჭო,  გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ესპანეთის საელჩო, ავსტრიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, პოლონეთის საელჩო, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, ლიტვის საელჩო, ესტონეთის საელჩო, სომხეთის საელჩო, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.

თბილისის საერთაშორისო კინოსფეტივალის გენერალური სპონსპორია – თიბისი კონცეპტი და მასტერქარდი. სპონსორები არიან: ტერმინალი, ანფაუნდ დორი, ფექტორი,  სასტუმრო რუმსი და ბადაგონი.

3 likes
Prev Next
გალერია
Tags
სიახლეები სიახლეების არქივი
სიახლეები
საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია თბილისის ფესტივალზე ნომინაციას აარსებს
November 26, 2024
თბილისის 25-ე კინოფესტივალის ფილმების სრული ჩამონათვალი
November 21, 2024
თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს რეგისტრაციას აკრედიტაციებზე!
November 20, 2024
ბოლოს დამატებული
  • საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია თბილისის ფესტივალზე ნომინაციას აარსებს
  • თბილისის 25-ე კინოფესტივალის ფილმების სრული ჩამონათვალი
  • თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს რეგისტრაციას აკრედიტაციებზე!
  • ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღის აღსანიშნავად, თბილისის კინოფესტივალი განსაკუთრებულ ჩვენებაზე გეპატიჟებათ
  • თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყებს განაცხადების მიღებას საკონკურსო პროგრამისთვის „ქართული პანორამა“!
Gallery
Recent Posts
საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია თბილისის ფესტივალზე ნომინაციას აარსებს
November 26, 2024
თბილისის 25-ე კინოფესტივალის ფილმების სრული ჩამონათვალი
November 21, 2024
თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს რეგისტრაციას აკრედიტაციებზე!
November 20, 2024
Tbilisifilmfestival
© 2021Tbilisi Film Festival, Developed by Digitalcompass.ge
ნავიგაცია
  • თბილისის 24-ე კინოფესტივალი
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეების არქივი
  • გუნდი
  • სიახლეები
  • კონტაქტი
კონტაქტი
office@tbilisifilmfestival.ge
114 Tsereteli ave. Tbilisi
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept All”, you consent to the use of ALL the cookies. However, you may visit "Cookie Settings" to provide a controlled consent.
Cookie SettingsAccept All
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.
Non-necessary
Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.
SAVE & ACCEPT