მოირა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: გახსნის ფილმი
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2015

 

Moira

95 წთ, ფერადი

რეჟისორი: ლევან თუთბერიძე სცენარი: დავით ფირცხალავა, გიორგი ქობალია ოპერატორი: გორკა გომეს ანდრეუ მონტაჟი: გიგი ფალავანდიშვილი, ლევან ხუხაშვილი, ლევან თუთბერიძე მხატვარი: თემურ ხმალაძე მუსიკა: ნუკრი აბაშიძე მონაწილეობენ: პაატა ინაური, გიორგი ხურცილავა

ეს არის დრამატული ისტორია ოჯახის შესახებ, რომელიც ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მამუკა ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან იხსნას. დედამისი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მამა - სავარძელსაა მიჯაჭვული, ხოლო მისი უმცროსი ძმა უმუშევარია და კრიმინალების წრეში ტრიალებს. მამუკა ბანკიდან სესხს იღებს და პატარა ნავს ყიდულობს სათევზაოდ. ის სიამოვნებით მუშაობს და განზრახული აქვს, რომ დედამისი ჩამოიყვანოს. ძმები თევზსაჭერ ნავს ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელს არქმევენ. მაგრამ ბედისწერა ხშირად ბრმა და დაუნდობელია..

Production:
Cinetech Film
Sales:
Moira-film Ltd.


ლევან თუთბერიძე
დაიბადა 1959 წლის 4 დეკემბერს, თბილისში. 1977-82 წლებში სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (სოსო ჩხაიძის და ბუბა ხოტივარის სახელოსნო). მან დაიწყო მსახიობის კარიერით. 1980 წელს მთავარი როლი შეასრულა ფილმში „დიმიტრი თავდადებული". 1982-85 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად. 1990 წელს შექმნა პირველი დამოუკიდებელი კინოსტუდია „აისი". 1995 -99 წლებში იყო ევროპული ფილმების დისტრიბუციის ოფისის (EFDO) წევრი. 1995 წელს იყო კინოთეატრ „ამირანის"დამფუძნებელი და მხატვრული ხელმძღვანელი და ამ თანამდებობაზე 2007 წლამდე მუშაობდა. 1998-2000 წლებში მუშაობდა ლექტორად თბილისის სახელმწიფო კინოინსტიტუტში. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად. 2013 წლიდან დაინიშნა „ქართული კინოს განვითარების ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. იმავე წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის სამინისტროში არსებული კინოკომისიის წევრად.

ფილმოგრაფია:
2015 მოირა
2014 ცხრა მთას იქით
2013 Tbilisi, I Love You - C'est la Vie
2010 უშენოდ მგონი მოვკვდები
2006 ქაღალდის ტყვია (ტელესერიალი)
2005 გასეირნება ყარაბახში
1996 წარსულის აჩრდილები
1989 ნაზარის უკანასკნელი ლოცვა
1984 მახარე
1982 უბისი (დოკუმენტური)
1980 თუშური ყველი (დოკუმენტური)