ნოემბერი 15, 2023
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრეს-კონფერენცია ჩატარდება 21 ნოემბერს, 15:00 საათზე კინოთეატრ ამირანის მე-4 დარბაზში. კინოფესტივალის პროგრამა დღეების მიხედვით გამოქვეყნდება ამავე დღეს. ძირითადი სექციებისთვის ბილეთები გაიყიდება 24 ნოემბრიდან კინოთეატრ „ამირანის“ სალაროში. სექცია „ევროპული კინოს თვის“ ბილეთები გაიყიდება კავეა გალერიას სალაროში. ბილეთების ყიდვა ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ.