სიახლეები
მედია / პროფესიონალები → სიახლეები
კინოფესტივალი მედიაში
2012-11-07
  თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრედიტაცია სრულდება 15 ნოემბერს და გაიცემა მხოლოდ კინოკრიტიკოსებზე, მედია-პარტნიორებზე და ფესტივალის სტუმრებზე. საფესტივალო ფილმების ბილეთის ღირებულებაა 2 ლარი.   
2012-11-07
  მსოფლიოში ცნობილი ირანელი კინორეჟისორი, მოჰსენ მახმალბაფი თბილისის საერთაშორისო მე-13 კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.     ვრცლად
2012-11-07
Pitch.Doc 2012-ში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შემოტანის ვადა გაგრძელდა 2012 წლის 10 ნოემბრამდე
2012-11-01
აღმოსავლეთი პარტნიორობის პროგრამის „რეჟისორები საზღვრებს გარეშე" პროდიუსერთა უორქშოპში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შემოტანის ვადა გაგრძელდა 2012 წლის 11 ნოემბრამდე. უორქშოპი პროდიუსერებისთვის თბილისის მე-13 კინოფესტივალის ფარგლებში 4-8 დეკემბერს ჩატარდება. 
2012-10-29
თბილისის მე-13 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 6 ქვეყნის - საქრთველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანისა და რუსეთის - ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრები. ვრცლად
2012-10-24
ჩვენს მედია-პარტნიორებს ორი ტელეკომპანია შეემატა - თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალს საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს „მეცხრე არხი" და „მაესტრო". 
2012-10-15
12 ოქტომბერს დაიხურა ანტალიის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს ფორთოხალი". საერთაშორისო კონკურსში მონაწილე 10 ფილმს შორის იყო რუსუდან ჭყონიას სადებიუტო ფილმი „გაიღიმეთ!". ვრცლად
2012-10-12
ბათუმში დასრულდა ანიმაციური ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი", რომლის ორგანიზატორია „ანიმაციის განვითარების ფონდი". ვრცლად
2012-10-11
2012 წლის 8-9 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა აღმოსავლეთი პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველი რეგიონული კონფერენცია. ვრცლად
2012-10-05
თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 4 - 7 დეკემბერს გაიმართება დოკუმენტური კინოპროექტების პიჩინგის მეოთხე სესია Pitch.Doc 2012. ვრცლად